როსინი ჯოაკინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯოაკინო როსინი

ჯოაკინო როსინი – (Gioachino Antonio Rossini - 1792-1862), XIX საუკუნის პირველი ნახევრის იტალიელი კომპოზიტორი.

თავისი ხანგრძლივი შემოქმედების მანძილზე კომპოზიტორმა 40-მდე ოპერა შექმნა. როსინი საოცრად ნაყოფიერი და აქტიური შემოქმედებით გამოირჩევა, წერდა სწრაფად და ლაღად. ცნობილია, რომ მისი ყველაზე პოპულარული ოპერა „სევილიელი დალაქი“ 20 დღეში დაიწერა. წლების განმავლობაში როსინი მოღვაწეობდა იტალიის საოპერო ცენტრებში, ასევე ვენაში, პარიზსა და ლონდონში. სხვადასხვა წლებში წარმატებით იდგმებოდა მისი ცნობილი კომიკური ოპერები - „ქურდი კაჭკაჭი“,„კონკია“, „სევილიელი დალაქი“, “იტალიელი ქალი ალჟირში “და სხვა.

როსინის შემოქმედების ძირითადი ნაწილი ოპერა ბუფას ეთმობა, თუმცა მან ააღორძინა ოპერა სერიას ჟანრი და მის საფუძველზე, ახალი ტიპის რომანტიკული იტალიური მუსიკალური დრამა შექმნა. ამ ტიპის ოპერებს მიეკუთვნება - „ელიზავეტა“, „ბრიტანეთის დედოფალი“, „ოტელო“, „მოსე ეგვიპტეში“, „ტანკრედი“, „ვილჰელმ ტელი“.

როსინის ნაყოფიერი შემოქმედება 37 წლის ასაკში „ვილჰელმ ტელის“ პრემიერის შემდეგ შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერის შექმნის მერე თითქმის 40 წელი იცოცხლა, მან უარი თქვა ოპერების წერაზე. მკვლევართა ნაწილი ამას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უკავშირებს, ნაწილი კი ამბობს, რომ კომპოზიტორმა უბრალოდ სხვებს დაუთმო ასპარეზი. 1830-1855 წლებში როსინი ძირითადად პარიზსა და ბოლონიაში ცხოვრობდა, ამ პერიოდში წერდა ძალიან ცოტას, მაგრამ არა საოპერო ჟანრში. ის 1868 წელს პარიზში გარდაიცვალა. 1887 წელს გადაასვენეს იტალიაში და დაკრძალეს ფლორენციაში მიქელანჯელოსა და გალილეის საფლავების გვერდით.

წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები