რუსლან აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუსლან აბაშიძე

რუსლან აბაშიძე – (Ruslan Abashidze), ქართველი დიპლომატი, 2009-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესტონეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა: 29 ოქტომბერი, 1971 წელი, გაგრა, აფხაზეთი, საქართველო.

განათლება:
1991-1997 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ეკონომიკის ფაკულტეტი;
1991-1992 – გოეთეს ინსტიტუტი;
1997-1998 – გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემია.

სამუშაო გამოცდილება: 2019 წლის 11 დეკემბრიდან — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
2019 წლის 1 მაისიდან – 11 დეკემბრამდე — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი;
2019 — შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე;
2015-2017 — „პრიმერა გოლდ ენდ რეზიდენს“ – მრჩეველი, დირექტორი;
2013-2014 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საგანგებო დავალებათა ელჩი;
2006-2009 — კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
2002-2006 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – შვეიცარიაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველი;
2000-2002 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
1999-2000 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ევროკავშირთან ურთიერთობების დეპარტამენტის მრჩეველი;
1998-1999 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილების უფროსი;
1997-1998 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – ევროკავშირთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების განყოფილების მესამე მდივანი;
1996-1997 — საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო – სამმართველოს ატაშე;
1994-1996 — „ბაშარან მეტალი“ – კომერციული დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და გერმანულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები