საბაგირო გზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბაგირო გზა კიოლნში

საბაგირო გზა – გზა, რომლის სავალი ნაწილი ჩამოკიდებულია მიწის დონეს აცილებულ, საბრჯენებზე, ხოლო მოძრავი შემადგენლობა განლაგებულია ნაწილობრივ გზის ქვემოთ. კონსტრუქციის მიხედვით კიდული გზა იყოფა საბაგიროდ და სარელსოდ, დანიშნულების მიხედვით კი – სატვირთო გზად და სამგზავრო გზად. სამგზავრო ძირითადად გამოიყენება მთაგორიანი რელიეფის მქონე დასახლებულ პუნქტებში, ხოლო სატვირთო – სასარგებლო წიაღისეულის გადასაზიდად მოპოვების ადგილიდან გადასამუშავებელ (გამამდიდრებელ) ქარხნებამდე. ვიწრო გაგებით ტერმინ „საბაგირო გზა“-ს ქვეშ იგულისხმება არასაგზაო და არასაქალაქო სატრანსპორტო ტრასები, გაჭიმული ჰაერში, მაშინ როცა ფართო გაგებით, საბაგირო გზებს მიეკუთვნება სხვა ტიპის სატრანსპორტო სისტემებიც ბაგიროვან გამწევზე, რომელიც შეიძლება იყოს საქალაქო (მაგ., ფუნიკულიორი) ან საგზაო (მაგ., საბაგირო ტრამვაი სან-ფრანცისკოში, აშშ). საქართველოში ბაგირგზები მუშაობს ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ჭიათურა, კასპი, ბორჯომი, ხულო; კურორტებზე: ბაკურიანი, ნუნისი, გუდაური, აბასთუმანი, მესტია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები