საბაჟო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საბაჟოსახელმწიფო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის საზღვარზე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას, საბაჟო კონტროლს და საბაჟო გადასახადების ამოღებასა და ტვირთის გაფორმებას.

საბაჟო შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულია და მასში შედის: ლოგისტიკის, ანალიზისა და მეთოდოლოგიის, მონიტორინგისა და რისკების მართვის, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და არასატარიფო ღონისძიებების სამმართველოები, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტები. საქართველოში ასეთი პუნქტებია: სადახლო, წითელი ხიდი, ახკერპი, გარდაბანი და მტკვარი, გუგუთი, ლაგოდეხი, სამთაწყარო, ყაზბეგი, ვალე, ნინოწმინდა, სარფი, ფოთისა და ყულევის პორტები, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, ბათუმის პორტი, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები