საკონსტრუქციო თბომდგრადი ფოლადი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკონსტრუქციო თბომდგრადი ფოლადიფოლადი, რომელიც გამოიყენება ენერგეტიკულ მანქანათმშენებლობაში ქვაბების, ჭურჭლების, ორთქლგამაცხელებლების, ორთქლსადენების დასამზადებლად, აგრეთვე მრეწველობის სხვა დარგებში ნაკეთობების მაღალ ტემპერატურაზე მუშაობისას. თბომდგრადი ფოლადებისათვის სამუშაო ტემპერატურა აღწევს 600-650°C, ამავე დროს დეტალების შეუცვლალად მუშაობის ხანგრძლივობა უნდა იყოს 10000-20000 სთ-ის ფარგლებში. 6 მპა-მდე წნევისა და 400°C ტემპერატურამდე საექსპლუატაციო პირობებში გამოიყენება საქვაბე ფოლადი ნახშირბადის შემცველობით 0,08-0,27%.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები