საკრეფელა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საკრეფელაჲ – ხილის დასაკრეფი იარაღი.

ტრადიციულად იგი ტკეჩისგან იყო მოწნული, სახელური გააჩნდა. მოწნული საკრეფელა დღეს ყოფაში აღარ გვხვდება. იგი ახალი სახის საკრეფელამ ჩაანაცვლა, რომელიც დაახლოებით 0,5 სმ. განიკვეთის მქონე, ოვალურად მოხრილი მავთულისაგან მზადდება. მასზე წინ და უკან კაუჭებია მიმაგრებული. მავთულზე ქვემოდან მაგარი ნაჭერია შემოკერებული, სადაც მოწყვეტილი ხილი ვარდება. საკრეფელას ტარი უკეთდება, რომლის მიხედვითაც დიდ და პატარა – გრძელტარიან და მოკლეტარიან საკრეფელას ამზადებენ. ისინი გამოიყენება იმის მიხედვით თუ რა მანძილზეა ხეზე ხილი მოსხმული.



წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები