სამადაშვილი სალომე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი – ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, დიპლომატი, 2005-2013 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი

დაიბადა 1976 წლის 2 აპრილს თბილისში.

განათლება 1993-1995 − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტი (აშშ-ში სწავლის გაგრძელების მიზეზით დატოვა უნივერსიტეტი);
1995-1997 − ალეგენის კოლეჯი, პენსილვანია, აშშ, ბაკალავრი, წარჩინებით, პოლიტიკური მეცნიერებები და ფილოსოფია;
1998-1999 − ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ბუდაპეშტი, საკონსტიტუციო სამართლის მაგისტრი, წარჩინებით;
1999-2001 − ამერიკული უნივერსიტეტი, ვაშინგტონი, საზოგადოებრივ საქმეთა სკოლა, სახელმწიფო მართვის მაგისტრი.

სამუშაო გამოცდილება
1997-1998 − მონტერეის განიარაღების ცენტრის მკვლევარი, ვაშინგტონი;
1999-2000 − კარანა კორპორაცია, ვაშინგტონი, სპეციალისტი;
2000-2001 − საერთაშორისო განათლების და ხელოვნების ცენტრი, ვაშინგტონი, სპეციალისტი;
2001-2003 − ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველო, ყირგიზეთი, საპარლამენტო პროგრამის ოფიცერი;
2004-2005 − საქართველოს პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
2005-2013 − ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ბრიუსელი;
2013-2014 − ვილფრედ მარტენსის ევროპული კვლევების ცენტრი, ბრიუსელი, საპატიო მკვლევარი;
2014-2015 − ამერიკის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი, ლიბიის მმართველობის პროგრამის დირექტორი, მალტა-ტრიპოლი;
2016-2020 − პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
2020-2024 − პარლამენტის წევრი:პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფლობს: ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

ჯილდო: ბრწყინვალების ორდენი, მიენიჭა 2011 წლის 23 ნოემბერს.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები