სამხედრო სამართალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სამხედრო სამართალი − სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ნაწილი, რომელიც არეგულირებს ურთიერთობებს სამხედრო მშენებლობის და შეიარაღებული ძალების საქმიანობის სფეროში. წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ დაწესებული ნორმების და წესების ერთობლიობას. იგი აუცილებელია სახელმწიფო დაწესებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, თანამდებობის პირების და მოქალაქეების, ქვეყნის უსაფრთხოების, მისი გაძლიერების უზრუნველყოფის და სამხედრო პოლიტიკის განხორციელებისათვის.

სამხედრო სამართალის წყაროებია ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, პრეზიდენტის ბრძანებულებები და მთავრობის დადგენილებები, რომლებიც სამხედრო სფეროს ეხება. ასევე – თავდაცვის მინისტრის, სხვა მეთაურების, უფროსების ბრძანებები და დირექტივები, საერთაშორისო შეთანხმებები და ხელშეკრულებები, სახელმწიფოს მონაწილეობით. სამხედრო სამართალს აქვს თავისებურებები, რომლებიც სამხედრო საქმიანობის სპეციფიკასთან არის დაკავშირებული. იგი სამართლის სხვა დარგთან შედარებით უფრო დეტალურია, სამხედრო სამართალურთიერთობის ყველა მონაწილეს გაზრდილ მოთხოვნებს უყენებს, ემსახურება შეიარაღებულ ძალებში კანონიერების დაცვას და შენარჩუნებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები