სანამ რეპეტიცია დაიწყება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Sanam repeticia daiwyeba.JPG

„სანამ რეპეტიცია დაიწყება“


ტექსტზე მუშაობდა:
ელენე თუმანიშვილი


რედაქტორები:
თამარ კობახიძე, გიორგი მარგველაშვილი


წიგნი წარმოადგენს ფუნდამენტურ ნაშრომს რეჟისორის პროფესიის არსზე, ძირითად ცნებებსა და კანონებზე. ავტორი გახლავთ ბატონი მიხეილ თუმანიშვილი. ვისაც ბედმა მასთან სწავლის, მუშაობის ან თუნდაც უბრალო ადამიანური ურთიერთობის საშუალება მისცა, არ ესაჭიროება ახსნა თუ რა მასშტაბის მოვლენას წარმოადგენდა ბატონი მიხეილ თუმანიშვილი ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში. მაგრამ დღევანდელი ქართული თეატრის რეჟისორთა და მსახიობთა ახალგაზრდა თაობისათვის მიხეილ თუმანიშვილი სამწუხაროდ უკვე ისტორიაა; და რადგანაც ამ წიგნის ძირითადი მკითხველები ისინიც იქნებიან, საჭიროდ ჩავთვალეთ მცირედი განმარტება მიგვეცა მათთვის ამ საოცარი ადამიანისა და შემოქმედის შესახებ. მსოფლიო კულტურის განვითარების ყველა დროში არიან პიროვნებები, რომლებიც თავიანთი შემოქმედების უმაღლესი პროფესიული დონით ზემოქმედებას ახდენენ ხელოვნების იმ სფეროზე სადაც მოღვაწეობენ. ქართულ თეატრში ბ-ნი მიხეილ თუმანიშვილი ერთ-ერთი იმათთაგანია ვისი შემოქმედებითი მიღწევებითაც იმსჯელებენ მომავალში XX საუკუნის ქართული თეატრის და თეატრალური სკოლის პროფესიული დონის შესახებ. პირველად ეს წიგნი გამოიცა გასული საუკუნის 70-იან წლებში.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები