სანიკიძე გუბაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე – დაიბადა 1967 წლის 2 თებერვალს ქუთაისში. — ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).

განათლებაივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1989).

სამუშაო გამოცდილება

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორანტი (1990-1991)
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ძველი მსოფლიო ისტორიის კათედრის დოცენტი (1993-1999)

პარლამენტის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, მაჟორიტარი, ამბროლაურის საარჩევნო ოლქი;
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით - ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია „ტრადიციონალისტის“ თავმჯდომარე;
  • მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008): პარტიული სიით „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო - მემარჯვენებები)“;
  • მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (19.02.2015–04.04.2016)
  • მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“

წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

რესურსები ინტერნეტში

საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები