საოშიანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საოშიანტი(ირან.) „მომავალი მხსნელი“, მხსნელი, მაცხოვარი, რომელიც მოევლინება კაცობრიობა წუთისოფლის დასასრულს, განსჯის კეთილსა და ბოროტს, ბოროტებს გაატარებს მდუღარე ტყვიის ნაკადში, ხოლო მართალთ აღადგენს სამარადისო სიცოცხლისთვის. სამსხვერპლო ხარის დაკვლით დაასრულებს ისტორიას.

ზოროასტრული ტრადიციით, საოშიანტი სამია და სამივე ზარათუსტრას ვაჟები არიან, რომლებიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადნენ. თითოეული მათგანი ყოველ ათას წელიწადში ერთხელ მოევლინება წუთისოფელს, ხოლო ბოლო საოშიანტი მის დასასრულს მოასწავებს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები