სარნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სარნა

სარნა

1. საწნახელი, ხის ჯარა, დიდი გეჯა, მსხვილი და გრძელი ფორმის გულამოღებული ხის მორი, რომელსაც ცაცხვის ანდა წიფლის ხისაგან ამზადებდნენ. გამოიყენებოდა ყურძნის დასაწურად. საჭიროებისამებრ მასში წვნიან მწიფე ხილს,მაგალითად მსხალს ჩაჭრიდნენ და დაწნეხის შემდეგ გამოწურული ტკბილი წვენისაგან ბეთმეზსა და ლეჩერს ამზადებდნენ;
2. ხის ჭურჭელი, რომელიც საწნახელივით იყო დამზადებული. მასიური ზომებიდან გამომდინარე მას სტაციონალური მდებარეობა ჰქონდა. სარნას საქონლის სადგომშიც დგამდნენ და მასში მეწველ ძროხებს „ნარცხს” უსხამდნენ.



ლიტერატურა

აჭარული დიალექტის... 1976:25; ნიჟარაძე, 1971:311-312; ჯოხია, 1986:51; ქართული ეთნოლოგიური... 2009:347.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები