სასაფეთქლე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სასაფეთქლე

სასაფეთქლე - (ზილფი ) - სამკაული ოქროსი, ვერცხლის ან სპილენძისა (მოოქროვილი ან მოვერცხლილი) ამ სამკაულს კავებსაც უწოდებდნენ.

მათი გავრცელების არეალი სამხრეთით არტანუჯს აღწევდა, აღმოსავლეთით საინგილოსა (ისტორიულ ჰერეთს) და დაღესტანს (წახურელ ლეკებს), სადაც „ყოჩ ბოინზუდ“ იწოდება. სასაფეთქლეს მესხეთ-ჯავახეთში გავრცელებული სახელწოდება - „ზილფი“ დასახელებულია მე-17 საუკუნის მზითვის წიგნში, სამკაულ „ჯიღას“ შემადგენელ ელემენტად.

სულხან-საბა ორბელიანთან ზილფი განმარტებულია როგორც „წინამო“, „ღულამბარი“ და „მაწაკი“. ბესიკ გაბაშვილი - ლექსში „ტანო ტატანო“ - ზილფებს კავების სინონიმად ხმარობს. სპარსული ენის განმარტებით ლექსიკონში „ზილფ“ კულულს, ხვეულს ნიშნავს. სავარაუდოა, სასაფეთქლე საკიდების ქართული სახელი „კავები“ - მომდინარეობდეს ქართლ-კახური თავსამკაულის, ე.წ. „კავებიდან“.





წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები