სასკოლო სახელმძღვანელო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასკოლო სახელმძღვანელო - სასკოლო სახელმძღვანელო არის ეროვნული სასწავლო გეგმის, მასში შემავალი საგნობრივი პროგრამის (საგნობრივი სტანდარტისა და პროგრამის შინაარსის) მიხედვით შედგენილი წიგნი, რომელიც განკუთვნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული შედეგების მისაღწევად და რომელსაც მინიჭებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფი.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების / სკოლის სახელმძღვანელო შეიძლება იყოს ორი ტიპის:

  • საგნის სახელმძღვანელო;
  • საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო.

საგნის სახელმძღვანელო ემსახურება საგნის ან საგნობრივი ჯგუფის ერთი ან მეტი მიმართულების სტანდარტით დასახული მიზნების მიღწევას.

საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო ემსახურება საგნობრივი ჯგუფის ერთზე მეტი საგნის ან / და მიმართულების სტანდარტით დასახული მიზნების მიღწევას. სახელმძღვანელო შეიძლება შედგებოდეს მოსწავლის და მასწავლებლის კომპლექტისაგან ან მხოლოდ მასწავლებლის წიგნისგან.

სახელმძღვანელო არის მხოლოდ ერთ-ერთი და არა ერთადერთი საშუალება, რომელიც ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივ პროგრამებში მოცემული შედეგები სმიღწევას. სახელმძღვანელო არ და ვერ ცვლის საგნობრივ პროგრამას. სახელმძღვანელოებში მოცემული ტექსტების, სავარჯიშოებისა თუ ილუსტრაციების გამოყენებით მასწავლებელი წარმართავს სასწავლო პროცესს საგნობრივი სტანდარტების შედეგების მისაღწევად.

მასწავლებელი სახელმძღვანელოს არგებს მოსწავლეების საჭიროებებს. მას შეუძლია არ გამოიყენოს სახელმძღვანელოს რომელიმე ტექსტი ან აქტივობა, შეცვალოს დროის ხანგრძლივობა, რომელიც კონკრეტულ თემას ეთმობა, დაამატოს საკუთარი აქტივობები და სხვ.

საქართველოს ყოველი საჯარო სკოლის პედაგოგიური საბჭო ვალდებულია დაამტკიცოს იმ სახელმძღვანელოების ან სხვა წიგნების ნუსხა, რომლებსაც ამ სკოლის მასწავლებლები რეგულარულად იყენებენ სასწავლო პროცესში. სახელმძღვანელოების არჩევა და გამოყენება თითოეული საგნისთვის/საგნობრივი ჯგუფისათვის საჭიროებს სერიოზულ დაფიქრებას და შემდეგი წესების სრულ დაცვას:

  • თითოეული კლასის ყოველ განაყოფში უნდა ისწავლებოდეს ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი;
  • თითოეული სახელმძღვანელო უნდა გამოიყენებოდეს მინიმუმ 3 წლის ვადით (შესაბამისად, წლის განმავლობაში სახელმძღვანელოს შეცვლა დაუშვებელია);
  • სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს სკოლის კათედრის მიერ;
  • სახელმძღვანელოების არჩევა უნდა მოხდეს სასწავლო წლის დაწყებამდე, მინიმუმ ერთი კვირით ადრე.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები