სასწავლო კინო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასწავლო კინო – სამეცნიერო კინემატოგრაფიის სახეობა, რომელიც აერთიანებს სწავლების პროცესში გამოსაყენებელ ფილმებს. სასწავლო კინოს მეშვეობით მოსწავლეები ეკრანზე ნახულობენ ვიზუალური დაკვირვებებისათვის ხელმიუწვდომელ ფიზიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ პროცესებს, სხვადასხვა მექანიზმების მუშაობას, ეცნობიან ცალკეული ქვეყნების ყოფასა და ბუნებას, დაწვრილებით აკვირდებიან ისეთ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობენ ძალიან ნელა (მაგალითად, მცენარის ზრდა) ან ძალიან ჩქარა (ელვა) და ა. შ. სასწავლო კინოს გამოყენება მნიშვნელოვნად აჩქარებს და აადვილებს სასწავლო მასალის ათვისებას.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები