საქართველოს პარლამენტი (გაზეთი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„საქართველოს პარლამენტი” - 1918 წლის სტენოგრაფიული ანგარიში: გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის” დამატება. 1919-1920 წლებში გამოდის სახელწოდებით: „საქართველოს დამფუძნებელი კრება“. „საქართველოს პარლამენტი“ წარმოადგენს პარლამენტის სხდომების სტენოგრაფიულ ანგარიშს, რომელიც სრულ წარმოდგენას ქმნის „საქართველოს დამფუძნებელი კრების“ სხდომების შინაარსის შესახებ. თითოეული სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში დანომრილია, აღნიშნულია თარიღი, ადგილი, ასევე მითითებულია სხდომის თავმჯდომარის, მდივნისა და პრეზიდიუმის წევრების სახელები და გვარები, ასახაულია სხდომების დღის წესრიგი („დღიური წესრიგი“). მაგ., ერთ-ერთი ჩანაწერი გვაუწყებს, რომ 49-ე სხდომა გაიმართა პარასკევს, 1918 წლის 18 ოქტომბერს (ადგილი - ტფილისი. სასახლე). აღნიშნულია, რომ სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პარლამენტიის თავმჯდომარის ამხანაგი ე. თაყაიშვილი. მდივანია საქართველოს პარლამენტის მდივანი დ. ონიაშვილი. პრეზიდიუმში არიან: საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი ი. ბარათაშვილი და მდივნის ამხანაგი ი. აბაკელია. აღნიშნულია სხდომის დაწყების დრო - „კრება იწყება 11 საათსა და 5 წუთზე. თავმჯდომარე: პარლამენტის სხდომა გახსნილი გახლავთ. მდივანი: მოგახსენებთ დღიურ წესრიგს და განცხადებას“. სტენოგრაფიული ჩანაწერის მიხედვით, შემდეგ განიხილება ცალკეული საკითხები, აგრეთვე, კანონპროექტები. იბეჭდება კამათში გამომსვლელთა სიტყვები.

მარი წერეთელი


ლიტერატურა

„საქართველოს პარლამენტი 1918, სტენოგრაფიული ანგარიში1918. №45-47, №49-53, №55-64.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები