საყლაპავის დამწვრობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყლაპავის დამწვრობებისაყლაპავის დამწვრობა, გარდა თერმულისა, შეიძლება იყოს ქიმიური. გამოვყოთ რამდენიმე ვარიანტი.

— თვითმკვლელობის მიზნით დიდი რაოდენობით ქიმიური ხსნარის მიღება. ამ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ძალიან მძიმე პათოლოგიასთან, რომელსაც აქვს ძალიან მძიმე პროგნოზი და ლეტალობის მაღალი რისკი. ასეთი პაციენტები სასწრაფოდ უნდა მოვათავსოთ რეანიმაციულ განყოფილებაში.

კლინიკურად გამოხატულია საშინელი ტკივილი, ჰიპერსიალორეა, აფაგია, შესაძლოა დისპნოე, შეშუპების გამო, რაც ტრაქეოტომიის ჩვენება გახლავთ. ასევე, შესაძლოა ქიმიური ნივთიერების ტოქსიური მოქმედებაც.

ზოგ შემთხვევაში, საჭირო ხდება საყლაპავის ტოტალური აბლაცია – ამოკვეთა, შემდგომი მძიმე გართულებების თავიდან ასაცილებლად. შესაძლოა განვითარდეს პერიტონიტი, მედიასტენიტი და კისრის რბილი ქსოვილების ნეკროზული ცელულიტი.

საყლაპავის და/ან კუჭის აბლაცია ხორციელდება პირველ 6 საათში. გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს დეტალური ენდოსკოპიური დათვალიერების შემდეგ. თუკი ლორწოვანი გარსი (საყლაპავის ან/და კუჭის) არის მძიმედ დაზიანებული, აღინიშნება წყლულოვან-ჰემორაგიული და კოაგულაციური დაზიანებები – ეს არის პირდაპირი ჩვენება იმ ორგანოს აბლაციისთვის, რომელიც დაზიანებულია. ოპერაცია უნდა ჩატარდეს სასწრაფოდ, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, ლეტალურად დასრულდება.

— შემთხვევითი გადაყლაპვა. ამ შემთხვევაში, ქიმიური პროდუქტის რაოდენობა ძალიან ცოტაა. ინტოქსიკაცია თითქმის არ არის. როგორც წესი, პაციენტი გემოთი ხვდება და მაშინვე უკან აბრუნებს გადაყლაპულ სითხეს, რაც ამცირებს დამწვრობის ფართობს. ასეთი დამწვრობა არ არის საშიში სიცოცხლისათვის და, როგორც წესი, სტენოზით აზიანებს პაციენტს. ასეთი შემთხვევები უფრო ხშირია ბავშვებშიუმეთვალყურეოდ მიტოვებული ბავშვი ხშირად სინჯავს სხვადასხვა საგანს და ნივთიერებას პირით. დაზიანების

ხარისხი დამოკიდებულია მის თვისებებზე და კონცენტრაციაზე. ასეთ შემთხვევებში, არანაირი ხსნარი არ უნდა ვიხმაროთ გამოსავლებად. აუცილებელია იმ ნივთიერების შენახვა, რომელიც ბავშვმა მიიღო და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა. მთავარია შევაფასოთ პაციენტის სუნთქვის ხარისხი. ზოგ შემთხვევაში, საჭიროა ინტუბაცია.

პაციენტის კლინიკაში მოთავსების შემდეგ, ენდოსკოპიური დათვალიერების საფუძველზე, ინიშნება მკურნალობა. როგორც წესი, ის შედგება: ანტიბიოტიკოთერაპიის, სტეროიდული თერაპიის ინსტალაციისაგან, ასევე საყლაპავში საკვები – საკალიბრე მილის ინსტალაციისგან, მოცულობის შესანარჩუნებლად. იმავე მილის საშუალებით, ხდება პაციენტის კვებაც დაავადების მიმდინარეობისას.


NOTA BENE
  • აუცილებელია მომწამლავი ნივთიერების სახელის, დაახლოებითი რაოდენობის და კონცენტრაციის ცოდნა. ამისათვის, ამ ნივთიერების ან მისი ჭურჭლის შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია;
  • ბავშვებში, მომწამლავი ნივთიერებით დასველებული ტანსაცმელი შესაძლოა იწვევდეს კანის დამწვრობას. ამიტომ აუცილებელია ბავშვის ტანსაცმლის შემოწმება;
  • დამწვრობის ხარისხის დასაზუსტებლად აუცილებლად უნდა მოხდეს არა მარტო საყლაპავის, არამედ კუჭის ენდოსკოპიური დათვალიერებაც;
  • მძიმე შემთხვევების დროს აუცილებელია ყელ-ყურის სპეციალისტის, გასტროენტეროლოგის და ზოგადი ქირურგის ერთობლივი მუშაობა.



წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები