საყლაპავის უცხო სხეული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყლაპავის უცხო სხეული — ბავშვთა ასაკში, უცხო სხეულების მოხვედრა საყლაპავში, საკმაოდ ხშირი გახლავთ. ყველა პატარა საგანი, რომელიც უყურადღებოდ დარჩა, შესაძლოა ბავშვმა გადაყლაპოს, მაგ. კარგად ცნობილი სათამაშოები – „კინდერი“ და სხვა. ამ ფირმების კეთილი ნებით, ზოგ ქვეყანაში ამგვარი შემთხვევების მკურნალობის ფონდებიც შეიქმნა.

საყლაპავის რენტგენოლოგიური კვლევა და უცხო სხეულის ცრუ ნიშანი (N8 ისრით ნაჩვენები). სინამდვილეში ის ბეჭდისებრი ხრტილია.

დიაგნოსტიკა მარტივი გახლავთ. როგორც წესი, მშობელი თვითონ აღწერს ამ სხეულის გადაყლაპვის მომენტს: „...დავინახე, რომ ხელში ეჭირა, მაგრამ ვერ მოვასწარი და პირში ჩაიდო.“ ან, ისეთი კლინიკური ნიშნების უეცარმა გამოვლინებამ, როგორიც არის დისფაგია, ჰიპერსალივაცია და საკვებზე უარის თქმა, ეჭვი უნდა გაგვიჩინოს უცხო სხეულის არსებობაზე.

ზოგი საგანი რენტგენზე ჩანს, ზოგიერთი კი – არა. ამიტომ მხოლოდ რენტგენოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით ამ პათოლოგიის დიაგნოსტიკა არ ღირს.

ასევე, უნდა ვიცოდეთ ცრუ ნიშნები, რათა ძვლოვანი კალციფიკატები არ მოგვეჩვენოს საყლაპავის უცხო სხეულად. ეს არის ბეჭდისებრი ხრტილის კალციფიკატი, რომელიც საყლაპავთან, ხერხემლის მე-6 მალის დონეზე მდებარეობს.

რენტგენოლოგიური კვლევის შემდეგ, თუ რაიმე საფუძვლიანი ეჭვი არსებობს უცხო სხეულზე, აუცილებელია ჩატარდეს ენდოსკოპიური კვლევა. ფიბროენდოსკოპია, რომელიც იძლევა საშუალებას დავადგინოთ და ამოვიღოთ პატარა ზომის უცხო სხეულები. დიდი ზომის უცხო სხეულების ამოღება აუცილებელია რიგიდული ეზოფაგოსკოპიით. ეს ოპერაციული ჩარევა ძალიან საშიშია, რადგანაც, შეიძლება გართულდეს საყლაპავის დაზიანებით და ასევე, მედიასტინიტით.

ოპერაციის შემდეგ, აუცილებელია პაციენტის მინ. 1 დღით სტაციონარში მოთავსება და დაკვირვება. უნდა დავაკვირდეთ ტკივილის გაჩენას, ემფიზემას ან ყლაპვის გაძნელებას. ეს უკვე იმის ნიშნებია, რომ პროცესმა საყლაპავი დატოვა და გვერდით ორგანოებზე გადავიდა.


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები