საყურე (სამკაული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

საყურე − ქალის სამკაულთა შორის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი საყურე იყო. იგი ქალის სამკაულის კომპლექტის ყველაზე არსებით ელემენტს წარმოადგენდა. მზადდებოდა მინის, ოქროს, ვერცხლის, მოვერცხლილი სპილენძის, და ა.შ. მთელს საქართველოში იყო გავრცელებული. მაგრდება სხვადასხვა საშუალებით, ძირითადად კავებითა და ხრახნებით. საყურეები შეიძლება იყოს სხვდასხვა ფორმის.

ადრეანტიკური ხანის საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ე.წ. „სხივანა“ საყურეები. ვანის მდიდრულ სამარხებში საყურეთა რამოდენიმე განსხვავებული ტიპი აღმოჩნდა. ყოველ მათგანს ყურში გასაყრელი რგოლი ვარდულითა და გრეხილიანი ფირფიტით აქვს შემკული. საყურეების დამზადებისას გამოიყენებოდა ყველა ტექნიკური ხერხი: ჭედვა, რჩილვა, გრანულაცია, ფილიგრანი და სხვა.

აჭარაში საყურეს გოგონები ექვსი-შვიდი წლის ასაკიდან ატარებდნენ. ქალის საყურე მასიური, ხოლო გასათხოვარი გოგონებისა _ შედარებით პატარა ზომისა და სადა იყო. საყურეები სამ ძირითად ჯგუფად იყოფოდა:

1. მსხვილი ვერცხლის მავთულისაგან დამზადებული დაღარული ელიფსის ფორმის საყურე;

2. ძეწკვის საკიდებიანი ფორმის საყურეები, რომლის ძირითად ნაწილს შესაბნევი შეადგენდა, ხოლო ქვედა ნაწილზე სხვადასხვა ფორმის საგანთა გამოსახულებანი იყო მირჩილული, შიგა მხარეზე მას პატარა რგოლები გააჩნდა, რომლებზეც სამკუთხა ანდა რომბისებრი საშუალო ზომის ფირფიტები მაგრდებოდა;

3. ვერცხლის რგოლსაკიდიანი საყურე.

სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით „საყური − ყურის სამკაული” იყო.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები