საწოლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საწოლი

საწოლი - სარეცელი, ცხედარი, თეე, ტახტი, სტივა - ადამიანთა მოსასვენებელი ავეჯი.

X ს. ძეგლებში ბერთა საწოლად სარეცელია დასახელებული. ძველ საქართველოში საგებლის გარეშე, საწოლი ავეჯის სინონიმს წარმოადგენდა - ცხედარი. სულხან-საბას განმარტებით, - „ცხედარი ითქმის შიშველ საგებელთაგან, ხოლო სარეცლად დაგებული და გადაგებული“. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში გავრცელებული საწოლის ერთ გავრცელებულ სახეობას ტახტი ჰქვია.

საწოლ სარეცელთა ორიგინალური ნიმუშებია მოცემული მამუკა თავაქარაშვილის მოხატულ „ვეფხისტყაოსანში“. ეს ავეჯი მეტ-ნაკლები რეალობით უნდა ასახავდეს ფეოდალური საქართველოს საწოლის ტიპებს. საქართველოს არისტოკრატიის საწოლი ავეჯის მაღალგანვითარებულობას ადასტურებს არმაზისხევში აღმოჩენილი სარეცელი, რომლზედაც აკლდამაში შესვენებული მიცვალებულები იყო მოთავსებული.



ლიტერატურა

ვ. ართილაყვა, XVI-XVIII სს. ქართული მატერიალური კულტურის ისტორიიდან, 1965. ე.ნ.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები