სახარნაია (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სახარნაია (შაქარა)

სახარნაია (შაქარა) - (Bostietzer).მსხლის ჯიში სახარნაიას წარმოშობა უცნობია. ჩვენში ეს ჯიში არაა ფართოდ გავრცელებული, გვხვდება თითო-ოროლა ხე, ისიც მხოლოდ ქართლში.

ხე საშუალო ზრდისაა. ინვითარებს ხშირ და განიერ მომრგვალო ვარჯს. კომშზე არ ემყნება.

ნაყოფი წვრილია, მოგრძო, მსხლისებრი მოყვანილობის.

კანი მომწვანო მოყვითალოა, მზის მხარეზე ინვითარებს მოწითალო ლოყას. ნაყოფის ზედაპირზე უხვად აყრია მუქი ფერის წერტილები.

ნაყოფის ყუნწი გრძელია, წვრილი, მომწვანო ფერის, ოდნავ მოღუნული, ზის პირდაპირ ნაყოფის ხორცზე ზევიდან.

ჯამი ღია აქვს, რომელიც ზის ხორცის ზევიდან.

ხორცი თეთრია, ვარდისფერი შეფერვით, შეწითლებული მხარეზე. მარცვლოვანი აღნაგობისაა. საშუალოდ ტკბილი, მუსკატისებრი სურნელებით. მწიფდება ივლისის დასაწყისში.

ნაყოფი ძლიერ არ ზიანდება ქეცით, საწყობში ფუყდება და გულიდან ლპება. მოხმარება აქვს როგორც სუფრის ხილს და კულინარიაშიც განსაკუთრებით დაფასებულია, როგორც კარგი საკონსერვო პროდუქტი და როგორც ადრეულა ხილი. ნაკლები მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ. უხვმოსავლიანი და კარგი საკონსერვო თვისებების მქონეა. სახარნაია უნდა ფართოდ გავრცელდეს ჩვენში, თუმცა ახალ ასორტიმენტში სულაც არ არის შეტანილი.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები