სახასიათო ცეკვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სახასიათო ცეკვასცენური ცეკვის ერთ-ერთი სახე. XVIII ს.-XIX ს.-ის დასაწყისის ბალეტში სახასიათო ცეკვის გამომსახველი ხერხების დახმარებით იქმნებოდა ყოფითი პერსონაჟების პარტიები. შემდგომში სახასიათო ცეკვა ეწოდა სტილიზებულ ეროვნულ ცეკვებს, რომლებიც შევიდა ე. წ. რომანტიკულ ბალეტში. გამომუშავდა სახასიათო ცეკვის აკადემიური ტიპი, რომლის საფუძველს წარმოადგენდა კლასიკური ცეკვის მაღალი პროფესიული ტექნიკის გამოყენება. სახასიათო ცეკვა ფართოდ გამოიყენება რუსულ ბალეტში, სადაც ხალხური ცეკვები შეთავსებულია კლასიკური ცეკვების ელემენტებთან, მაგრამ ამასთანავე ინარჩუნებენ თავიანთ ეროვნულ ხასიათს, ქორეოგრაფიულ თავისებურებებს.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები