სეზონური აფექტური აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სეზონური აფექტური აშლილობა - ზოგიერთი პაციენტი დეპრესიული ხდება წელიწადის ერთსა და იმავე დროს, უპირატესად, შემოდგომასა და ზამთარში. სეზონური აფექტური აშლილობის განვითარებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს ცხოვრებისეულმა პრობლემებმაც, თუმცა, ხშირად სრულიად უმიზეზოდაც იჩენს თავს. ამდენად, ვარაუდობენ, რომ სეზონური აფექტური აშლილობა წელიწადის დროების ცვლილებას, მაგალითად, დღის სინათლის ხანგრძლივობას უკავშირდება. სეზონური აფექტური აშლილობების ძირითადი მახასიათებელი მათი სეზონურობა; ამასთან, გუნებ-განწყობის სხვა აშლილობებთან შედარებით, ამ დროს უფრო ხშირია შემდეგი სიმპტომები:

  • ჰიპერსომნია;
  • მადის მომატება - ნახშირწყლების მიღების დაუოკებელი სურვილი;
  • საღამოობით ენერგიის დაქვეითება.

შეტევა, როგორც წესი, შემოდგომაზე, ან ზამთარში ვითარდება. აქედან გამომდინარე, მას „ზამთრის დეპრესიასაც“ უწოდებენ. ზოგ პაციენტს ზაფხულის პერიოდში შეიძლება მანია ან ჰიპომანია განუვითარდეს, რაც ბიპოლარულ სეზონურ აშლილობაზე მიუთითებს. ამდენად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დღის სინათლის შემცირება მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპრესიის პათოფიზიოლოგიისთვის, ამიტომ მკურნალობის მეთოდები უნდა ითვალისწინებდეს დაბნელებისას ხელოვნურ სინათლეზე ყოფნას (Eagles, 2004).



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები