სივრცობრივი ხელოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სივრცობრივი ხელოვნება – მიმართულება იტალიურ ფერწერაში, აღმოცენებული XX საუკუნის შუა წლებში. ამ მოძრაობის ძირითადი მიზანი იყო ახალი სივრცობრივი მიმართებათა შექმნა, ხელოვნების გამდიდრება ისეთი საშუალებებით, რასაც თანამედროვე ტექნიკა იძლევა, მხატვრის განთავისუფლება ტრადიციული საშუალებებისა და მასალებისადმი „მონობისაგან“. სურათისათვის სამ განზომილების მისაცემად ტილოს ჩხვლეტდნენ მახათით, იყენებდნენ მანათობელ საღებავებს, სურათებს აყრიდნენ დანაყილ მინას განსაკუთრებული „ფერ-სინათლის“ შესაქმნელად. ყველა საერთოდ მიღებულ საშუალებათა და მასალათა (ბრინჯაო, ფუნჯი, საღებავები) ხმარება განიხილებოდა, როგორც მონობა და ჩამორჩენილობა (რუტინა).

სივრცობრივი ხელოვნება მხატვარს ათავისუფლებდა შინაარსისაგან, სინამდვილისაგან, „თავს არ იზღუდავდა არც სოციალური, არც მორალური და არც სულიერი ღირებულებებით“. სივრცობრივი ხელოვნებანი – სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურის აპირობითი სახელწოდება.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები