სილიკატიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სილიკატიზაცია – სუსტი გრუნტების გამაგრება ქიმიური საშუალებით, სახელდობრ, სილიკატური ხსნარების (მაგ., ნატრიუმისა და ქლოროვანი კალციუმის) გრუნტში დაჭირხნით. სილიკატიზაცია გამოიყენება ქვიშოვან, დაჭაობებულ და ლიოსისებრ გრუნტებში. ზრდის გრუნტის სიმტკიცესა და მდგრადობას. შესრულების ტექნოლოგია შემდეგია: გრუნტში 1,5 მპა წნევით შეჰყავთ თხევადი მინისა და CaCl2-ის ხსნარი, რომლებიც ქიმიური რეაქციის შედეგად ქმნიან უხსნად ნივთიერებას (კაჟმჟავას გელს), რომელიც წარმოქმნის წყალგაუმტარ შრეს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები