სიმაღლე (გეომეტრია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმაღლე – ბრტყელი (სივრცითი) ამოზნექილი ფიგურის სიმაღლე იმ მონაკვეთის (ან ჩაკეტილი ბრტყელი ფიგურის – ფუძის) მიმართ, რომელიც მის საზღვარს ეკუთვნის, ეწოდება იმ პერპენდიკულარების მონაკვეთების სიგრძეებიდან უდიდესს,
SimaRle.PNG

რომლებიც გავლებულია ფიგურის საზღვრის წერტილებიდან ფუძის შემცველი წრფისადმი (სიბრტყისადმი). მაგალითად, გეომეტრიული სხეულის (სამკუთხედის, პირამიდის, კონუსის) სიმაღლე არის პერპენდიკულარის მონაკვეთი, დაშვებული ამ სხეულის წვეროდან მის ფუძეზე ან ფუძის გაგრძელებაზე; აგრეთვე ამ მონაკვეთის სიგრძე.

პარალელოგრამის, ტრაპეციის, პრიზმის, ცილინდრის, სფერული ფენის, ფუძის პარალელურად წაკვეთილი პირამიდისა და კონუსის სიმაღლე – მანძილი (ზედა და ქვედა) ფუძეებს შორის.

ნებისმიერი სამკუთხედის სამივე სიმაღლე ან ის წრფეები, რომლებზეც ისინი მდებარეობენ, გადაიკვეთება ერთ წერტილში, რომელსაც ორთოცენტრს უწოდებენ.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები