სინგამუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინგამუსი – (Syngamus; ბერძნ. Syn ერთად + gamos შეწყვილება, კოპულაცია), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Syngamidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.

Syngamus trachea (ბერძნ. trachys ხორკლიანი) – სახეობა, პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის, ხოხბის, ყვავის, ბეღურას, კაჭკაჭის და სხვა ფრინველების ტრაქეაში. გეოჰელმინთი. რეზერვუარული მასპინძელი – ჭიაყელა, მოლუსკები, მწერები. ზრდასრული, სქესმწიფე მდედრი და მამრი სინგამუსები ტრაქაში მუდმივად შეწყვილებულ მდგომარეობაში არიან. ფრინველის სინგამოზის აღმძვრელი.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები