სინდიურისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სინდიურისძის მაღალი

სინდიურისძე − ხევსური მონადირე, რომელიც ნადირობისას ჯიხვებმა ჭიუხის წვერზე შეიტყუეს, ვერც წინ წავიდა, ვერც უკან დაბრუნდა და იქ შერჩა სამუდამოდ. იგი იმისთვის დაისაჯა, რომ ზომაზე მეტი – თექვსმეტი ჯიხვი მოკლა ისე, რომ თოფი არ გამოუცვლია და, მონადირეთა წესისამებრ, მიწაში არ დაუმარხავს ანუ არ შეუსრულებია აზარი. იმ კლდეს, რომელზეც შერჩა „სინდიურისძის მაღალი“ უწოდა ხალხმა. მასზე ლექსია გამოთქმული:

„არ ეშობიან ღურბელნი მაღლის ჭიუხის წვერსაო,
ჭიუხის კუჭულაზედა სინდიურისძე წევსაო.
ჯიხვების მუქარაზედა ღამეს ათენებს ბნელსაო.
ჯიხვთა რაი ქნეს, შამდგართა, ან იმ ვეფხვს რა იჭერსაო?
ჯიხვნი ჩივიან ჭიუხში: ვეღარ შეუდით კლდესაო,
ჩვენ გარდასავალს სარტყელში ვეფხვი მწკლიანი წევსაო.
ჯიხვნ შასჩივიან ჭიუხთა, ჭიუხნი – კალმის წვერსაო.
კალამი დასწერს ქაღალდსა, მისცემს არაგვის ხევსაო,
შიბუთ მაუა პასუხი, წყალი შამაყრის პერსაო.
კაცს იკლებს სინდიურისძე ნახოცის ჩამამთვლელსაო,
თექვსმეტ ჯიხვშიით ნარჩევსა, კლდეზეით ჩამომწვდელსაო“.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები