სინქრონული კინოგადაღება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინქრონული კინოგადაღება — კინოფირზე ერთდროულად გამოსახულების გადაღებისა და ხმის ჩაწერის პროცესი. გამოსახულების და ფონოგრამის მოძრაობის სინქრონულობას უზრუნველყოფს: კინოგადამღებ აპარატში ფირის მოძრაობის ზუსტი, მუდმივი სიჩქარე, ისევე როგორც ხმისჩამწერ აპარატურაში, აგრეთვე კადრის გადაღების დასაწყისისა და ფონოგრამის ჩაწერის დასაწყისის ზუსტი აღნიშვნების დამთხვევა.

სინქრონული კინოგადაღება ტარდება უხმაურო კინოგადამღები აპარატით.

წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები