სირიმპი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სირიმპი – ინდონეზიური თეატრალური წარმოდგენის ფორმა. მისი სცენური გამომსახველობის ძირითადი საშუალებებია ცეკვა და პანტომიმა. სირიმპის ასრულებდნენ ფეოდალების სასახლეებში გოგონები დიდგვაროვანი ოჯახებიდან. სირიმპის პოზები და მოძრაობები გადმოღებული იყო ინდონეზიის ტრადიციულ ჩრდილების თეატრიდან, მუსიკალური თანხლება ნაციონალური ინდონეზიური მელოდიებიდან, ხოლო სიუჟეტები – ძველი ხალხური თქმულებებიდან. სირიმპის ასრულებდა სინქრონულად მოცეკვავე ოთხი გოგონა.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები