სიციუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სიციუი – ჩინური ტრადიციული თეატრის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, რომელიც შედგება სხვადასხვა ჟანრებისაგან: იანიური, კუნშანური, ხოიცზიუი, პეკინის მუსიკალური დრამა (და სხვ.).

სიციუი არის ხელოვნების სინთეზური სახეობა, რომელშიც შეერთებულია სცენური მეტყველება, სიმღერა, ცეკვა, პანტომიმა, აკრობატიკა. შემსრულებლები არიან პროფესიონალები, აღზრდილები სპეციალურ სასწავლებლებში. სიციუიში მკაცრად არის დაცული ამპლუის პრინციპი და სცენური გამომსახველობის პირობითი ხერხები.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები