სმენის ტოქსიკური დაზიანება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სმენის ტოქსიკური დაზიანება — ოტოტოქსიკური პრეპარატების უამრავი ჯგუფი არსებობს. მათ აქვთ როგორც ლოკალური, ასევე ზოგადი მოქმედების სპეციფიკა.

ოტოტოქსიკურობა შესაძლებელია გამოვლინდეს როგორც მცირე, ასევე დამაინვალიდებელი ნიშნებით, სმენის და ვესტიბულარული ორგანოს დაზიანებით.

სარჩევი

გენერალიზებული გზით მიღებული ინტოქსიკაცია

მედიკამენტებიდან ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცნობდეთ ოტოტოქსიკურ პრეპარატთა 3 ჯგუფს:

  1. ამინოგლიკოზიდები;
  2. შარდმდენები (დიურეტიკები);
  3. ცისპლატინის ჯგუფი;

ამ პრეპარატების მიღების შემთხვევაში, ოტოტოქსიკურობა იმატებს, როდესაც პაციენტი დაავადებულია თირკმლის უკმარისობით, აქვს მიღებული სხვა ოტოტოქსიკური პრეპარატები ან არ იცავს ამ პრეპარატების მიღების წესებს.

ამინოზიდები (გენტამიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკები

ამ ანტიბიოტიკების ინტრალაბირინთული შეღწევადობა სწრაფია, გამოდევნა კი – ნელი. ამიტომ ინტრალაბირინთულ სითხეში მათი კონცენტრაციის მატება იწვევს კორტიეს ორგანოს დაზიანებას.

საერთოდ, ოტოლოგები, ამ პრეპარატის დანიშვნას ვეწინააღმდეგებით, თუმცა, გამოუვალ სიტუაციებში (რეზისტენტობის გამო), ეს მაინც ხდება. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორ სქემას. მაგალითად, ნაკლებად ოტოტოქსიკურად ითვლება მაღალი დოზით და ხანმოკლე დროით ხმარება, ვიდრე დაბალი დოზით ხანგრძლივი მოხმარება.

ცნობილია ამა თუ იმ პრეპარატის შერჩევითი ოტოტოქსიკურობაც, მაგალითად, ლოკოკინა უფრო მგრძნობიარეა სტრეპტომიცინზე, კანამიცინზე, ამიკაცინზე, გენტამიცინზე და ტობრამიცინზე.

ვესტიბულარული აპარატი კი – ტობრამიცინზე და გენტამიცინზე.

ამ პრეპარატებით გამოწვეული სმენის დაქვეითება ნეიროსენ-სორული ტიპისაა და მაღალი სიხშირის დაზიანებით გამოიხატება. ზოგიერთ შემთხვევაში, მას შეუძლია გამოიწვიოს კოფოზი.

ანტიბიოტიკოთერაპიის შეჩერება, ზოგ შემთხვევაში, სმენის დაქვეითების პროგრესირების შეჩერებასაც გულისხმობს. თუმცა, ხანდახან ასე არ ხდება და სმენის დაქვეითება პროგრესულად იმატებს და კოფოზსაც აღწევს.

ოტოტოქსიკური პრეპარატების მიერ ვესტიბულარული მოშლილობა გამოიხატება ოსცილოპსიით (მოძრაობისას საგნების დაფიქსირების მოშლით), წონასწორობის მოშლით, რაც საკმაოდ შემაწუხებელია და, ზოგ შემთხვევაში, ინვალიდობასაც იწვევს, განსაკუთრებით ასაკოვან პაციენტებში, რომლებსაც პროპრიოცეპტული აპარატის ფუნქციის დაქვეითება აქვთ.

ფუროსემიდის ტიპის დიურეტიკები

ამ პრეპარატების გამოყენება ყოველთვის არ იწვევს სმენის დაქვეითებას თუმცა, აძლიერებს ამინოზიდების ოტოტოქსიკურობას. ამ პრეპარატების გამოყენების გვერდითი მოვლენა – სმენის დაქვეითება, ადრეულ პერიოდში იჩენს თავს.

ცისპლატინის ჯგუფი

სიმსივნის საწინააღმდეგო ამ პრეპარატს აქვს ოტოტოქსიკური მოქმედება და ამიტომ ქიმიოთერაპიის წინ და მისი მსვლელობისას, საჭიროა აუდიომეტრიული კონტროლი და სმენის დაქვეითების ყოველ გამოვლინებაზე ახალი კვლევის ჩატარება.

სხვა პრეპარატები

ერითრომიცინის ჯგუფი შესაძლოა გახდეს ჰიპოაკუზიის მიზეზი. თუმცა, მისი მიღების შეწყვეტისთანავე, უმეტესწილად, სმენა ბრუნდება.

ვანკომიცინის გამოყენებისას აღწერილია სმენის დაქვეითების პროგრესირება, რომელიც, როგორც წესი, არ გადის.

NOTA BENE
  • ამინოზიდების გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში, როდესაც საქმე გვაქვს რეზისტენტულ ბაქტერიებთან;


ოტოტოქსიკური პრეპარატების დანიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია წინასწარი აუდიოლოგიური კველვების ჩატარება, შემდგომი მონიტორინგი და პრევენცია.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ან კოხლეო-ვესტიბულარული უკმარისობა.

ლოკალური ოტოტოქსიკური პრეპარატები

ოტოტოქსიკური პრეპარატების შიდა ყურში მოხვედრა მრგვალი სარკმლის გავლით, იწვევს სმენის დაქვეითებას. ეს ხდება დაფის აპკის პერფორაციის დროს, გარეგანი მოხმარების მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში. სმენის დაქვეითება პროგრესულად ვითარდება და გრძელდება აგრესიული პრეპარატის მოხმარების შემცირების მერეც. დაფის აპკის მთლიანობის შემთხვევაში, შიდა ყურზე ოტოტოქსიკური ზემოქმედება გამორიცხულია.

NOTA BENE
  • ყურის წვეთების დანიშვნისას, ყოველთვის უნდა ინახოს დაფის აპკის მდგომარეობა;
  • ვეცადოთ არ დავნიშნოთ ყურის წვეთები მშრალ პერფორაციაზე ქრონიკული და მორეციდივე ოტიტების დროს;
  • წვეთებით მკურნალობის ხანგრძლივობა 10 დღეს არ უნდა აღე-მატებოდეს;



წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები