სომატიზირებული აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სომატიზირებული აშლილობა - (F45.0), (somatization disorder), მრავალრიცხოვანი რეკურენტული და ხშირად ცვალებადი სომატური სიმპტომები, რომლებიც არანაკლებ 2 წლისა არსებობს, აღმოჩენილი ორაგნული დასაბუთების გარეშე.

პაციენტთა უმრავლესობას წარსულში არაერთი პირველადი და სპეციალიზებული სამედიცინო დახმერებისათვის მიმართვის ისტორია გააჩნია, რომლის შედეგად, შესაძლოა, ბევრი უშედეგო და ინსტრუმენტული გამოკვლევა ჩატარდა.

აღმოჩენილი სიმპტომები ნებისმიერ ორგანოს ან სხეულის სისტემას შეიძლება მიეკუთვნებოდეს. აშლილობის მიმდინარეობა ქრონიკულია ან მერყეობს (ფლუქტუირებს) და ხშირად შეთავსებულია სოციალური, პიროვნებათაშორისი და ოჯახური ქცევის მყარ დარღვევებთან.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები