სოციალური უნარ-ჩვევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოციალური უნარ-ჩვევები - (social skills), მოტორული უნარ-ჩვევების ანალოგიით – ვერბალური და არავერბალური სოციალური ქცევის ელემენტების შესწავლით შეძენილი უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელიც სოციალური ურთიერთობისას გამოიყენება ასეთი ურთიერთობების მაგალითებია: ინფორმაციის მიღება და მიწოდება, ინსტრუქციულ მოთხოვნებზე რეაგირება, სხვა ადამიანების ქცევასა და ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედება, სხვების თვალში საკუთარი თავის სასურველი სახის შექმნა, ან სხვებთან თანამშრომლობის, მათდამი დაქვემდებარების ან დომინირების რეაქციის ფორმირება.

სოციალურ უნარ-ჩვევებში განიხილავენ: პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სხვის პატივისცემას, თანამშრომლობას, კონფლიქტის გადაჭრას, ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებას, ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღებას.

1. პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება:

  • ამოცანის შესაბამისად შესრულება;
  • პასუხისმგებლობის სხვასთან გაზიარების სურვილი.

2. სხვის პატივისცემა:

  • სხვის მოსმენა (ემპათია);
  • გადაწყვეტილების მიღება სამართლიანობისა და თანასწორობის საფუძველზე (ჯგუფურ მუშაობაში);
  • საკუთარ და სხვის რწმენებს, შეხედულებებს და იდეებს შორის განსხვავების აღიარება;
  • აზრის გამოხატვა სხვის შეურაცხყოფის გარეშე.

3. თანამშრომლობა:

  • თანამშრომლობა ჯგუფში;
  • თავაზიანობა;
  • მასალის გაზიარება.

4. კონფლიქტის გადაჭრა:

  • სხვების ყურადღებით მოსმენა;
  • კომპრომისის დაშვება;
  • სიტუაციის შესატყვისი რეაქცია;
  • პასუხისმგებლობის აღება;
  • სამართლიანობა.

5. გადაწყვეტილების მიღება ჯგუფში:

  • სხვების მოსმენა;
  • კამათი იდეების გარშემო;
  • კითხვების დასმა;
  • ძალისხმევა კონსენსუსის მისაღწევად.

6. ჯგუფში როლების მრავალფეროვნების მიღება:

  • მოცემულ სიტუაციაში შესატყვისი ქცევის გაცნობიერება და შესაბამისი მოქმედება;
  • როლების მონაცვლეობა (მაგ., ერთ გარემოში – ლიდერობა, მეორეში – შემსრულებლობა).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები