სოხუმის დუშესი (მსხლის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სოხუმის დუშესი - მსხლის ჯიში. სოფუმური დუშესის წარმოშობა, შეიძლება ითქვას, უცნობია. ზოგიერთი მას სთვლის ივლისის დეკანკად. (А. Г. Рубцов Груша. გვ. 145.)

აფხაზეთში იგი შემოტანილი უნდა იყოს ყირიმიდან, სადაც იგი საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული. მაშინ, როდესაც მსხლის სხვა უცხო ძვირფასი ჯიშები, ჭარბტენიანობის გამო, ვერ ჰგვარობს, სოკოვან დაავადებებით ძლიერ ზიანდება და ამასთანავე დაბალი ხარისხის ნაყოფს იძლევა, სოხუმის დუშესი კარგად არის შეგუებული აფხაზეთის ჰავის პირობებს და სოკოვან დაავადებათა მიმართ საკმაოდ კარგ გამძლეობას იჩენს. კარგი ხარისხის ნაყოფი, გვიანა, მაგრამ უხვი მოსავლიანობა, ჭარბტენიანობის მიმართ კარგი შეგუების უნარიანობა ამ ჯიშს დიდ სამრეწველო ღირებულებას ანიჭებს აფხაზეთისათვის.

ნაყოფი საშუალო სიდიდისაა, ზოგჯერ წვრილი, 55–70X55–65 მმ ზომით და 100 გრამამდე და მეტი წონით, მომრგვალო-მოგრძო მოყვანილობის, შუას ზემოთ უფრო განიერი.

კანი მომწვანოა, თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული; სრული სიმწიფისას ნაყოფი მოყვითალო ელფერს ღებულობს. ჟანგაროს ხალები, ხაზები და წერტილები უხვად არის გაფანტული მთელ ნაყოფზე. შესახედავად მაინცდამაინც არ არის თვალწარმტაცი.

ყუნწი სქელია, მოკლე და სწორი და ზის პატარა და განიერ ღრუში. ჯამი დახურული ან ნახევრად დახურული აქვს, რომელიც პატარა და განიერ ღრუში ზის.

ნაყოფის ხორცი მოყვითალო-მოთეთროა, მდნარი, ძლიერ წვნიანი, მცირე ტანიდიანი, მცირე მჟავიანობით. გემოს მხრივ შეიძლება მეორეხარისხოვან ზაფხულის ჯიშებს მიეკუთვნოს. ჰკრეფენ აგვისტოს მეორე ნახევარში.

ხეზე ნაყოფი უფრო დიდხანს, სექტემბრამდე სძლებს. მოკრეფის შემდეგ 1–10 დღე ინახება. ნაყოფი მკვიდრად ზის სანაყოფე ტოტზე. ქარისაგან ადვილად არ სცვივა, როგორც საზაფხულო ჯიში, ტრანსპორტს კარგად იტანს.

ხე საკმაოდ ძლიერი იზრდება, ინვითარებს პირამიდულ ვარჯს; მოსავლიანობას იწყებს მოგვიანებით; უხვმოსავლიანია.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები