სპელტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სპელტა – Triticum spelta L.
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის საკოლექციო ნაკვეთი

სპელტა - (Triticum spelta L). მიეკუთვნება ასლისებრი ხორბლის ჯგუფს. გვხვდება როგორც საშემოდგომო, ისე საგაზაფხულო ფორმები. ნაკლებად მომთხოვნია ნიადაგის მიმართ; უძლებს სოკოვან დაავადებებს. იძლევა მეტად ნაზ ფქვილს, რომელიც ძირითადად გამოიყენება ნამცხვრისათვის ან ბურღულის სახით. დასავლეთ საქართველოში მისი ნათესი არ არის აღნიშნული, მითითებულია მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში, მინარევის სახით.

სპელტას კარბონიზირებული მარცვლები დაფიქსირებულია ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ძეგლებზე; ნეოლითური ხანის (ძვ.წ. VI-V ათასწლეულები) სამოსახლო ბორცვზე („გადაჭრილი გორა“) აღმოჩენილია ამ ხორბლის ნაშთები (ჯალაბაძე და სხვ., 2010). სავარაუდოა, რომ ის არ ქმნიდა დამოუკიდებელ ნათესებს და წარმოადგენდა უმნიშვნელო მინარევს სხვა მარცვლოვანთა ყანაში (ბრეგაძე, 2004; მაისაია და სხვ., 2005; მაისაია, 2009).



წყარო

პური ჩვენი არსობისა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები