სტილიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტილიზაცია – (ფრანგ. stylisation), რეალობის მხატვრული ასახვის ხერხი; საგნის (ან მოვლენის) სახასიათო ნიშნების გამოკვეთა წინასწარ შემუშავებული მოდელირების გზით. სტილიზაცია გამოყოფს სტრუქტურულ ნიშნებს, რომელთა შემწეობით გადმოიცემა სიღრმისეული შინაარსი. ეს არის უკვე არსებული სტილის იმიტაციის და მხატვრული ხედვის სიმბოლიზაციის ერთგვარი სინთეზი, მიმართული „მხატვრული რეალობის“ ეფექტის გასაძლიერებლად. სტილიზაციის მისაღწევად ხშირად იყენებენ სტილურ სისტემებს, ამასთანავე არა იმდენად ინდივიდუალურ, რამდენადაც ეპოქის ან ნაციონალური სტილის განზოგადებულ თავისებურებას (მაგ. ფოლკლორული სტილიზაცია რომანტიზმში). ამასთანავე, სტილიზაცია საშუალებას იძლევა თავიდანვე გამოკვეთილ იქნას ხელოვანის ესთეტიკური პოზიცია




წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები