სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის აშლილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სუნთქვასთან დაკავშირებული ძილის აშლილობა - ამ სინდრომს ახასიათებს დღის განმავლობაში ძილიანობა, პერიოდულ და განმეორებად აპნოეს ეპიზოდებთან ერთად; ასევე, ღამით ძლიერი ხვრინვა. ხშირად ასოცირდება ზემო სასუნთქი გზების ობსტრუქციასთან. აქედანაა მისი სახელწოდება ობსტრუქციული ძილის აპნოეს სინდრომი. გავრცელების სიხშირეა დაახლოებით 4% მამაკაცების პოპულაციაში. ტიპიური პაციენტი საშუალო ასაკის, ჭარბი წონის მქონე მამაკაცია, რომელიც ძილში ხმამაღლა ხვრინავს. მკურნალობა გულისხმობს ობსტრუქციის მიზეზის შემსუბუქებას და წონის დაკლებაზე მუშაობას. ხშირ შემთხვევაში ეფექტი აქვს დადებითი წნევით უწყვეტ ვენტილაციას სახის ნიღბის გამოყენებით. პაციენტები, როგორც წესი, არ ასრულებენ ექიმის რეკომენდაციას. ობსტრუქციული ძილის აპნოე ინსულტის მაღალი რისკის შემცველი ფაქტორია.



წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები