ტაკუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტაკუკი - მომცრო ზომის ძვირფასი ლითონის ჭურჭელი, რომლითაც აგროვებდნენ ციურ მანანას ებრაელები 40 წლის განმავლობაში უდაბნოში მოგზაურობის დროს. ციური მანანა ტაკუკით იყო შენახული აღთქმის კიდობანში. ტაკუკი ძველი სჯულის დროსაც გამოიყენებოდა, ხოლო მოციქულები მას ღვთისმსახურებისას ღვინისა და წყლის გასაზავებლად იყენებდნენ. ამიტომ ეკლესიაში წირვისას ბარძიმში ღვინოსა და წყალს ტაკუკით განაზავებდნენ და მდუღარების მოსატანად ხმარობდნენ. იგი გამოიყენებოდა წმინდა ნაწილების ნაბანთა და ნაკურთხი ღვინის დასალევად. (ტაკუკი დღესაც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც - მოციქულობის დროს.)



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები