ტარირება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტარირება (გერმ. tarieren ტარის წონის განსაზღვრა) – საზომი ხელსაწყოს შემოწმება. მდგომარეობს შესამოწმებელი ხელსაწყოს ჩვენების შედარებაში სხვა, უფრო ზუსტი ხელსაწყოს ჩვენებასთან, რომელიც მიღებულია ერთნაირ პირობებში და დგინდება ხელსაწყოს ცდომილება. იმავე გზით წარმოებს ტარირება და ხელსაწყოს მასშტაბის დაზუსტება. მაგ., სამუშაო დინამომეტრის ტარირება წარმოებს მე-2 და მე-3 კლასის სანიმუშო დინამომეტრით და ეტალონური ტვირთების ნაკრებით. უწყვეტი მოქმედების დოზატორის ტარირება ახდენენ სინჯების აწონით, რომლებსაც შეარჩევენ დოზატორის მუშაობის საკონტროლო დროში. ციკლური დოზატორის ტარირებას აწარმოებენ სანიმუშო გირის გამოყენებით, მანამდე კი საჭიროა ცარიელი დოზატორის სასწორების ტარირება მაჩვენებელი ისრის ნულზე დაყენება.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები