ტბა (კურორტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტბა – კურორტი ბორჯომის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 1100-1250 მ სიმაღლეზე, ქ. ბორჯომიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 კმ მანძილზე. მიდამოები შემოსილია წიწვიანი ტყეებით (ნაძვი, სოჭი, ფიჭვი). კლიმატი საშუალო მთის ტიპისაა. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -4.30C) და თოვლიანი, ზაფხული – ზომიერად თბილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა – +17.20C) და მშრალი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობაა 670 მმ. ძირითადი სამკურნალო ფაქტორია სასარგებლო ჰავა.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები