ტერმინოლოგიური ლექსიკონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტერმინოლოგიური ლექსიკონიენციკლოპედიური ლექსიკონის სახეობა, რომელიც ამა თუ იმ დარგის ტერმინებს განმარტავს. ტერმინოლოგიური ლექსიკონი შეიძლება იყოს როგორც ერთენოვანი, ისე ორ-, სამ- და მეტენოვანი. არსებობს ნორმირებული და არანორმირებული, კრებსითი და ვიწროდარგობრივი, ინვერსიული და რევერსიული, განმარტებითი და ორთოგრაფიული დარგობრივი ტერმინოლოგიური ლექსიკონები, თესაურუსები და ა. შ.

ნებისმიერი დარგის ტერმინოლოგიური ლექსიკონისათვის დგება სპეციალური სიტყვანი არსებული ნორმების საფუმეელზე, რომელთა დაცვაც სავალდებულოა ყველა შემდგენლისათვის. სიტყვანს უნდა ადგენდეს იმ დარგის სპეციალისტი, რომლის ტერმინოლოგიაც მუშავდება.

საქართველოში ტერმინოლოგიური ლექსიკონების გამოცემა 1923-იდან იწყება. დღემდე გამოცემულია განსხვავებული ტიპის 70-მდე ლექსიკონი მეცნიერების სხვადასხვა დარგში. მაგ., „მათემატიკის ტერმინთა ლექსიკონი“ (რუსულ-ქართული და ქართულ- რუსული, 1925, 244 გვ), „საამშენებლო ტერმინოლოგიური ლექსიკონი“ (ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული, 1926, 112 გვ.), პროფესიათა ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული, 1926, 66 გვ.), ტექნიკური ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1935, 567 გვ.), სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია, I, მემცენარეობა (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1938, 378 გვ.), სასოფლო-სამეურნეო ტერმინოლოგია, II, ენტომოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1938, 314 გვ), სამედიცინო ტერმინოლოგია (რუსულ-ქართულ-ლათინური, 1947, 457 გვ.), სოფლის მეურნეობის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართულ-ლათინური და ქართულ-რუსულ-ლათინური, 1959, 623 გვ.), ფიზიკის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული, 1960, 140 გვ.), იურიდიული ტერმინოლოგია (რუსულ- ქართული, 1963, 331 გვ.), გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული, 1967, 206 გე.), ტექნიკური ტერმინოლოგია (ქართულ-რუსული, 1977, 521 გვ.) ტექნიკური ტერმინოლოგია (ქართულ-რუსული, 1982, 568 გვ.), საზღვაო ტერმინოლოგია (ქართულ-რუსული ღა რუსულ-ქართული, 1985. 221 გვ.) ნიადაგმცოდნეობის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული, ქართულ-რუსული, 1998, 224 გვ.).

ი. ჯიბუტი


ლიტერატურა

  • ღამბაშიძე რ., ქართული სამეცნიერო ტერმინოლოგია და მისი შედგენის ძირითადი პრინციპები, თბ., 1986.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები