ტკაცუნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტკაცუნა

ტკაცუნა – (Androsace villosa L.); ოჯახი: ფურისულისებრნი (Primulacaceae). მცენარე კორდულებს ქმნის, ლეგა მწვანეა, ხშირი ბეწვით მოფენილი. ფოთლები როზეტებადაა შეკრებილი, 6-7 მმ სიგრძის, ლანცეტა ან ხაზურ-ლანცეტა, კიდემთლიანი და სქლად შებუსული, რომელიც ფოთლის წვერზე ფუნჯს ქმნის. საყვავილე ღერძი ერთია, ქოლგები 2-6-ყვავილიანია. გვირგვინი თეთრია ან მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. V-VII. კახეთში საკმაოდ იშვიათია, გვხვდება ქვიან ადგილებში, ზედა და სუბალპურ სარტყლებში. შეხვდებით ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე. საქართველოში გავრცელებულია სპორადულად.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები