ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტრაქეო-ეზოფაგური ფისტულები — ასეთი დაავადების დროს, კლინიკური ნიშნები საკმაოდ აშკარა გახლავთ.

— ყლაპვის დროს ხველა;
— ხველის სისტემატური ხასიათი და საკვების გადაცდენები;
— ფილტვების მორეციდივო ინფექციები;

ფისტულები შესაძლოა შეგვხვდეს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი (პოსტინტუბაციური, რაიმე კვლევითი მანიპულაციის შემდეგ ან ტრავმული, უცხო სხეულის მოხვედრის შედეგად).

დიაგნოსტიკა

საუკეთესო მეთოდი არის რადიო-ვიდეო დიაგნოსტიკა კონტრასტით, სადაც კარგად ჩანს კონტრასტული ნივთიერების კვალი საყლაპავიდან ტრაქეაში.

ასევე, ვიდეო-ენდოსკოპიური დათვალიერება მეთილენის ლურჯის გამოყენებით.

თანდაყოლილი პათოლოგიები

საყლაპავის თანდაყოლილი ანომალიები

საყლაპავი მილის თანდაყოლილი პათოლოგიები, როგორც წესი, საყლაპავი მილის ატრეზიებით არის მდიდარი. მდებარეობის მიხედვით, არსებობს რამდენიმე ტიპის ატრეზია. ატრეზიას თან ახლავს ეზოფაგო-ტრაქეალური ფისტულები. ასეთი მალფორმაციის დიაგნოსტიკა დაბადებისთანავე ხდება რბილი მილის საშუალებით. როდესაც მილით საყლაპავის გამავლობა არ დასტურდება, დიაგნოსტიკა ხდება რადიოლოგიური კვლევით. კლინიკური ნიშნები: სუნთქვის დისტრესი, მუცლის შებერვა. ეს ის ნიშნებია, რომელთა დამატებითი კვლევა აუცილებელი გახლავთ.

ამ მალფორმაციების დროს, აუცილებელია სასწრაფო ქირურგიული ჩარევა, რათა თავიდან ავიცილოთ ინფექციური გართულებები და ახალშობილის შიმშილი.

არ უნდა გამოგვრჩეს იშვიათი თანდაყოლილი მალფორმაციებიც:

— სტენოზები;

–– ტრაქეო-ეზოფაგალური ფისტულები (საყლაპავის ატრეზიის გარეშე);

— დივერტიკულები;
— გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსები;
— მეგა-ეზოფაგუსი-კარდიალური ნაწილის აქალაზიები, რომელიც გიგანტურ საყლაპავში საკვების და ნერწყვის კუმულაციით ვლინდება;


წყარო

ოტო-რინო-ლარინგოლოგია და თავ-კისრის პათოლოგიები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები