ტრიმურტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრიმურტი.
(VIII ს.), ელორა, კაილასანატხას ტაძარი

ტრიმურტი – ტრიმურტი სანსკრიტზე ნიშნავს სამსახოვნებას, სამგვამოვნებას, ტრიადას (ტრი-სამი, მურტი - სახე, ხატი, სხეული). ამ ტერმინით აღინიშნება სამი ღმერთის - ბრაჰმას, ვიშნუს (იგივე რუდრას) და შივას - ერთიანობა, ერთება. ე.ი. ტრიმურტი არის ერთი და იგივე ღვთაების სამი გამოვლინება, სამი სხვადასხვა ფორმა, სამი გვამი.

მაჰაბჰარატას დამატებაში - გარივანშაში - ვკითხულობთ: „ის, ვინც არის ვიშნუ, არის იმავდროულად შივა; ის, ვინც არის შივა, არის ბრაჰმა. არსებით ერთია, მაგრამ სამი ღმერთია: შივა, ვიშნუ, ბრაჰმა“. ტრიმურტი აერთიანებს სამ კოსმიურ პრინციპს - შემოქმედებას, ნგრევას და შენარჩუნებას: შემოქმედია ბრაჰმა, დამანგრეველი - შივა. ხოლო მცველი ანუ შემანარჩუნებელი - ვიშნუ. სამივე არსებობს ერთ ღვთაებაში და თითოეული - სამებაში.

ტრიმურტს გამოსახავდნენ სამთავიან არსებად: შუაში ბრაჰმა, მარჯვნივ ვიშნუ და მარცხნივ შივა.


შუა საუკუნეებში ტრიმურტის იდეა თანდათან დაკნინდა. ბრაჰმას სახელი თითქმის მთლიანად დაივიწყეს. სამების დანარჩენი წევრები კი - შივა და ვიშნუ -ცალცალკე აღზევდნენ უზენაესი ღვთაების რანგამდე. მათგან თითოეულს თაყვანისმცემლები გამოუჩნდნენ რამდენადმე განსხვავებული კულტმსახურებით: ინდუსები გაიყვნენ. ასე ჩამოყალიბდა ორი მიმართულება: შივაიზმი და ვიშნუიზმი, თუმცა მათ შორის არსებითი სხვაობა არაა და ანტაგონიზმიც არ შეიმჩნევა.




წყარო

მსოფლიო რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები