ტყის ფარსმანდუკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის ფარსმანდუკი

ტყის ფარსმანდუკი – (Achillea biserrata M. Bieb.); ოჯახი: რთულყვავილოვნები (Asteraceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. მთელი მცენარე შიშველია ან თხლად შებუსული. ღერო მარტივია, სწორი. სიმაღლე – 30-100 სმ, უხვად შეფოთლილი, ფოთლები ხაზურ-ლანცეტა ფორმისაა, წაწვეტებული, ორმაგბასრხერხკბილა. ყვავილედი კალათია, რომლებიც ფარისებურ ყვავილედებადაა შეკრებილი. ყვავილები თეთრია. ყვ. ნაყ. VI-VIII მცენარე იზდება მთის შუა და ზედა სარტყლებში, ტყეებში, ტყის პირებსა და ველობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თითქმის ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.






წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები