უკრაინული სტეპის ფუტკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Stepis.PNG

უკრაინული სტეპის ფუტკარი - ფუტკრის ჯიში. მისი ბუნებრივი ბინადრობის ზონაა უკრაინის სტეპიანი და ტყესტეპიანი სამხრეთის რაიონები. თავისი წარმოშობით თავისთავად წარმოადგენს შუა რუსეთის ჯიშის სამხრეთის შტოს. ფუტკრის სხეულის შეფერილობა რუხია, რამდენადმე ღია, ვიდრე შუა რუსეთის ფუტკრისა, ხორთუმის სიგრძე 6,3-6,7 მმ-ია, მესამე თერგიტის სიგრძე 4,9 მმ. ერთდღიანი მუშა ფუტკრის მასა 105 მგ. გაუნაყოფიერებელი დედის მასა -180 მგ., განაყოფიერებულისა - 200 მგ. ფუტკრის ოჯახის საგაზაფხულო განვითარების ინტენსიურ პერიოდში დედის ნაყოფიერება 1100-1500 კვერცხია დღე-ღამეში.

ბუდის გახსნის დროს ფუტკრის ქცევა ზომიერად აგრესიულია, გასინჯვის დროს მშვიდია. ზამთარგამძლეობა საკმაოდ მაღალია. თაფლის ნაბეჭდი უმეტესად თეთრია. ფუტკარი მონაყრეა, დინდგელით ზომიერად ლესავს ბუდეს, ინტენსიურად აშენებს ფიჭას და კარგად იყენებს შედარებით ძლიერ ღალიანობას, დაავადებებისადმი გამძლეა. უკრაინული სტეპის ჯიშის ფუტკრის თაფლის პროდუქტიულობა 30-40 კგ-ია, ამ ნიშნით იგი მნიშვნელოვნად აჭარბებს ადგილობრივ უკრაინულ ფუტკარს.


წყარო

მეფუტკრეობის ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები