უნცინარიოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უნცინარიოზი – (uncinariosis; გვარის დასახელება Uncinaria + osis დაავადება), ხორცისმჭამელთა ჰელმინთოზი. აღმძვრელი – Uncinaria stenocephala პარაზიტობს ძაღლის, კატის, ყარსაღის, მელიისა და სხვა ხორცისმჭამელთა წვრილ ნაწლავებში. უფრო ხშირად და მძიმე ფორმით ავადდება მოზარდეული. უნცინარიოზი ფართოდ არის გავრცელებული. დამახასიათებელია: პირღებინება, მადის დაკარგვა ან გაუკუღმართება, სისხლიანი ფაღარათი, ძლიერი სიგამხდრე. ხშირად, ცხოველი იღუპება.



წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები