ურმული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ურმული – შრომის პოეზიის უძველესი ნიმუში, ინდივიდუალური შესრულების ლექს-სიმღერა, გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოში. ახასიათებს თემატიკური მრავალფეროვნება, უპირატესად – საყოფაცხოვრებო მოტივები. ურმულთან აკავშირებენ პოპულარულ ხალხურ ლექს-სიმღერას „აღზევან წავალ“. პოპულარული ურმულებია: „ურემო“, „კამეჩი ღონიერია“, „ურემო ფერსო მაღალო“, „შავო კამეჩო“, „კამეჩმა თქვა“, „ნინიკას მარილზე წასელა“, „სიბერე ძნელი ყოფილა“. ურმული არქაული ლექს–სიმღერაა – საკულტო, საფერხისო მოტივების შემცველი.

გ. ჭელიძე


ლიტერატურა

  • ალ. ჯამბაკურ-ორბელიანი, ივერიანელთა გალობა, სიმღერა და ღიღინი, ცისკარი, 1861, № 1.
  • დ. მაჩაბეილი, ქართბელთა ზნეობა, ცისკარი, 1864, V, გვ- 54;
  • ვ. კოტეტიმვილი, ხალხური პოეზია, 1955, გვ. 371;
  • ი. ზურაბიშვილი, ხალხი
  • შემოქმედი გენია... ურმელი, 1949;
  • თ. მამალაძე, ქართლ-კახური შრომის სიმღერა – ურმული, მასალები საქ. ეთნოგრაფიისათვის, 1V, 1955;
  • გვ. 221; თ. ოქროშიძე, ქართული ხალხური შრომის პოეზია, 1963; გვ. 192;


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები