ურო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურო

ურო (ვარიოზი) (ინგლ. hammer < ძვ. სკანდ. hamarr ქვის ინსტრუმენტი) - დიდი ჩაქუჩი ქვის სამტვრევი მასიური რკინისთავიანი იარაღი. ხის ტარი ამოცმის წესით აქვს დაგებული. ქვითხუროობაში ურო, ანუ „ვარიოზი“ ქვას ზედმეტ ნაწილებს აცლის. იგი არის მძიმე იარაღი და ხელოსანი მუშაობს ორივე ხელით. ურო//ვარიოზით ქვას „ქერქი“ აეყრება და ხალას პირზე დავა. რის შემდეგ მისი გასწორებასა და სათანადო ფორმის მიცემას დაიწყებენ. ქვის დაუროებისას ხდება ქვის ბრუნება ე.ი. ყოველი მხრიდან გასუფთავება. ურო ქვის დამუშავების პროცესში უნივერსალურ იარაღს წარმოადგენს.




წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები